მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს კორონავირუსზე ანტისხეულები აქვს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებსა და რაიონებში ანტისხეულები მოსახლეობის ნახევარს აქვს, თუმცა ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია. სვამინატანის მტკიცებით, კოლექტიური იმუნიტეტის შესაქმნელად მასობრივი ვაქცინაციაა აუცილებელი.