სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. განიხილეს საგარეო და შიდა უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნის პრეზიდენტს არმიის გენშტაბის უფროსის გადადგომის მოთხოვნით უკვე მეორედ მიმართა.
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ წარმოადგენს. სომხეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის მოლაპარაკებების მაგიდასთან გაერთიანების შესახებ.