რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია და ფიქრობს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება" მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას.
„სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნება 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამორიცხულია. მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდება. ჩვენი საზოგადოება ჯანსაღი ხალხია და იმდენად ეჯავრება ეგ პიროვნება, რომ იგი ჩამოსვლით თავისი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას საგრძნობლად გააფუჭებს. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არ არსებობს, ვთვლი, რომ ეგ კაცი დასაჭერია", - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.