logo_geo
eng_logo
ბრიტანულმა „ასტრაზენეკამ“ „მოდერნას“ წილი 1,2 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა
- +

1 მარტი. 2021. 14:35

 

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „ასტრაზენეკამ“ „მოდერნას“ 7,7%-იანი წილი 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა.

 

აღინიშნა, რომ „ასტრაზენეკა“ იყო „მოდერნას“ მეორე მსხვილი აქციონერი. კომპანიამ აქციები მას შემდეგ გაყიდა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარება დაიწყო. ჯერჯერობით გაუგებარია, ზუსტად როდის გაყიდა „ასტრაზენეკამ“ „მოდერნას“ აქციები.

 

ბრიტანული კომპანიის განცხადებით, გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება საკუთარი მედიკამენტების განვითარებას და ამერიკული კომპანიის „Alexix“-ის შეძენას, რომელიც იშვიათ დაავადებებზე მუშაობს. „ასტრაზენეკასა“ და „Alexix“-ის შორის დადებული გარიგების ღირებულება 39 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

ცნობილია, რომ COVID-19-ის ვაქცინა, რომელიც „ასტრაზენეკამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიმუშავა, ახლა არაკომერციული წესით ვრცელდება. მომავალში კომპანიას მისი გაყიდვა დიდ ბრიტანეთში ახალი აფეთქების შემთხვევაშიც შეეძლება.

 

აშშ-სა და ევროკავშირში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა. კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების ორმა ვარიანტმა განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა - 90% და 62%. საშუალო იყო 70%. ეფექტურობაში შეუსაბამობის გამო, კომპანიამ ვაქცინის ხელახალი ტესტირება დაიწყო.

 

„მოდერნას“ ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-სა და ევროკავშირში გადაუდებელი გამოყენებისათვის. ეს არის პირველი პრეპარატი, რომელმაც ავტორიზაცია მიიღო. „მოდერნა“ 2021 წელს ვაქცინების გაყიდვით 18,4 მილიარდი დოლარის გამომუშავებას ელოდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner