logo_geo
eng_logo
მიხეილ მესხი: ერეკლე დეისაძე ყველაზე არასერიოზულად უდგება სიმღერასაც და საერთოდ მწერლობასაც!
- +

4 მარტი. 2016. 11:59



მსახიობი მიშა მესხი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს სათაურით - „საბარასტი დეისაძე ქართვლის დედას აგინებს! (სტუდია „8½"-ის მიერ მომზადებული მამხილებელი ფილმის „საბატაჟი ქართული ცნობიერების წინააღმდეგ". მიშა მესხი ვიდეოს კომენტარს ურთავს:


„ალბათ ყველამ ვიცით, რომ არის რამდენიმე პროფესია და ჟანრი, რომელსაც აქვს უფლება, გამოიყენოს თავისი აზრი და სიტყვა მეტაფორულად ან რაიმე სხვა ფორმით.  ჩნდება შეკითხვა - რას ნიშნავს ეს ყველაფერი ხელოვნებაში? ნუთუ ხელოვნება თავისუფალი არ არის ცენზურისგან? თუ ისევ გადმონაშთი სსსრ-ში ჩარჩენილი აზროვნების ბრალია? თუ ფაშისტური, დავიწყებული დანაშაულის, რაც მათ ჩაიდინეს წიგნთან მიმართებაში 38-39 წლებში? „მაინ კამპფი" აქციეს ბიბლიად. და უდიდესი ცივილიზაციის მქონე ჩინელებმა, როდესაც მაოს წითელი წიგნი ლამის მოსეს მოწოდებულ ათ მცნებაზე ზემოთ აიტანეს. გთხოვთ, გაიხსენოთ, ქართველი კლასიკოს-ერის მამების თუნდ ლექსი და თუნდ პროზა - „ჩვენისთანა არის სადმე ერი" ან თუნდაც „კაცია ადამიანი"? ეჭვი არ მეპარება, რომ ერეკლე დეისაძე ყველაზე არასერიოზულად უდგება სიმღერასაც და საერთოდ მწერლობასაც", - წერს მიშა მესხი.



 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner