logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის
- +

9 ივლისი. 2016. 16:23


8 ივლისს ვარშავაში NATO-ს სამიტი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „TV პირველთან" საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ  NATO-ში გაეწევრიანდეს.


 

„სამიტი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი  მოვლენაა.  ამ სამიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა ხაზს უსვამს საქართველოსთან NATO-ს ურთიერთობის მნიშვნელობას, პრიორიტეტულობას და საქართველოს NATO-ში ინტეგრირების თემისადმი ყურადღებას.

 

ყველა ლიდერი ვარშავაშია და ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი ღონისძიება NATO-საქართველოს კომისიის სხდომაა. საქართველოს მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება გაზრდილია.

 

როდესაც აპატურაი საქართველოში იყო, მან თქვა ძალიან კარგი ფრაზა, „ჩვენ გვინდა მეტი საქართველო NATO-ში და მეტი NATO საქართველოში". ეს ის ფორმულაა რომელიც, ჩვენ ფაქტობრივად არაფორმალურ წევრად გვაქცევს.

 

საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის. ეს არის წინა სამიტის გადაწყვეტილება, ჩანაწერი შესაბამის დეკლარაციაში. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს არ სჭირდება დამატებითი ფორმატი.

 

ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა, სადაც ზუსტად იგივე იყო გაწერილი, რაც MAP-ში, მეტიც, რიგ შემთხვევებში ჩვენ გაცდენილი ვართ MAP-ის მოთხოვნებსაც.

 

ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა გაზრდილია. ამის ნათელი გამოხატულებაა თუნდაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბატონი კერის ვიზიტი საქართველოში, სადაც გაფორმდა მემორანდუმი სამხედრო სფეროში. ამ მემორანდუმით ფაქტობრივად, ჩვენ გაგვეხსნა ამერიკული სამხედრო ბაზარი.

 

ნდობა, რომელიც ჩვენს მიმართ არის, ემყარება გარკვეულ ფაქტორებს. ეს არის დემოკრატია, სტაბილურობა, პროგრესი.

 

NATO აღიარებს, რომ მსოფლიოში არის ხუთი ქვეყანა, რომელიც არის NATO-სთან თავსებადი და ამ ხუთეულში მოხვდა საქართველო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 

თუ საქართველო არ მივიდა იმ ძალიან მნიშვნელოვბან შედეგზე, რასაც ჰქვია NATO-ს წევრობა, მუდმივად ვიქნებით რისკების და საფრთხეების ქვეშ.

 

რა თქმა უნდა, არის რისკები, რომ კრემლმა შეიძლება პროვოკაცია მოაწყოს, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და უნდა გავიაროთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


წყარო: TV პირველი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner