ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო დეპუტატების მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.
„დღეს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია „ქართული ოცნება მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია „მწვანეები“ და არა „ქართული ოცნება“ (ისინი რეალურად პარტია „ქართულ ოცნებას“ არ წარმოადგენდნენ, იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტია ,,მწვანეების“ წევრები).
ასევე, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე, მათივე განცხადების საფუძველზე, ახალი ფრაქცია სახელწოდებით „ქართული ოცნება - ბაღდათელები მომავლისათვის“ დამტკიცდა.
ამჯერად, აღნიშნული დეპუტატები ფრაქცია „ქართული ოცნება - ბაღდათელები მომავლისათვის“ წარმოადგენენ“, - წერია განცხადებაში.