logo_geo
eng_logo
„ფეისბუქმა“ „საიდუმლო საუბრების“ ფუნქციის დამატებაზე მუშაობა დაიწყო
- +

9 ივლისი. 2016. 17:17


სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა" მესენჯერში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციაზე 8 ივლისს  მუშაობა დაიწყო.


სოციალური ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ფუნქციის „საიდუმლო საუბრების" გამოყენებისას, მომხმარებელს შეეძლება, მიუთითოს დრო, რომლის განმავლობაშიც ადრესატი გაგზავნილი შეტყობინების ნახვას შეძლებს.


 მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ, ტექსტი გაქრება და მიუწვდომელი გახდება.


მესენჯერის მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, სურს მას ჩვეულებრივი მიმოწერა  თუ დამატებითი დაცვის მექანიზმიანი ჩატის გამოყენება.


„ფეისბუქის" ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ მესენჯერში მიმოწერა, ხმოვანი შეტყობინებები და ზარები ახლაც დაცულია. თუმცა გარკვეული საკითხების განხილვისას მომხმარებელთა ნაწილს დამატებითი დაცვა სურს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner