ვარშავაში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს საბოლოო კომუნიკეში კიდევ ერთხელ აისახება ის საკითხები, რომლებზეც საუბარია NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კომუნიკეში ასევე ასახული იქნება ის კონტრიბუცია, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო მისიებში, ყველა პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.
„ჩვენ ველოდებით, რომ დაფიქსირდება აუცილებელი მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.