logo_geo
eng_logo
„ველოდებით, რომ დაფიქსირდება უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაკაშირებით”
- +

9 ივლისი. 2016. 17:18


ვარშავაში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  NATO-ს საბოლოო კომუნიკეში კიდევ ერთხელ აისახება ის საკითხები, რომლებზეც საუბარია NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ  განცხადებაში.



საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კომუნიკეში ასევე ასახული იქნება ის კონტრიბუცია, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო მისიებში, ყველა პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.


„ჩვენ ველოდებით, რომ დაფიქსირდება აუცილებელი მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner