logo_geo
eng_logo
მოსწავლეზე გარყვნილი ქმედებისთვის 60 წლის მასწავლებელია დაკავებული - მთავარი მტკიცებულება ტელეფონით გადაღებული კადრებია
- +

1 მარტი. 2021. 22:23

 

შიდა ქართლში ერთ-ერთი სკოლის მოსაწავლეებმა სპორტის პედაგოგის გარყვნილ ქმედებებზე დირექტორს უამბეს. ბავშვები იმ მასწავლებელს ადანაშაულებდნენ, ვის წინააღმდეგაც ამ ბრალდებით გამოძიება დეკემბერში დაიწყო.

 

60 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. მანამდე სავარაუდო მოძალადემ სკოლა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ვიდეომასალა დევს. სკოლის დირექტორის თქმით, ტელეფონით გადაღებულ კადრებში მასწავლებლის მხრიდან გარყვნილი ქმედებები ჩანს. ეს მტკიცებულებები ბავშვებმა სკოლის ხელმძღვანელს მამაკაცის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცეს.

 

60 წლის მამაკაცი გარყვნილ ქმედებაში მისივე მოსწავლემ დეკემბერში დაადანაშაულა, ამის შემდეგ გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობდა. ჩატარდა ექსპერტიზები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner