logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოვა
- +

9 ივლისი. 2016. 17:52


NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა  2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვა. ამის შესახემბ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება და ეს იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.




„ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-ს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარადჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში. ეს იქნება მკაფიო დადასტურება საქართველოს ტერიტორიული მთილიანობსია და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის.

 

ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლელ პარტნიორებთან. გუშინ გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა  და დავეხმაროთ მას NATO-ს წევრობისთვის მომზადებაში.

 

ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყეტილებას და მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ყოველისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner