logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ყველა თავისას უბერავს და...
- +

1 მარტი. 2021. 23:09

 

 

 

ყველა თავისას უბერავს და... შენც, ბრუტუს?

 

 (ციკლიდან) "თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარა!")...

 

მართლაც! ყველა თავისას უბერავს... საკუთარი გადასახედიდან, საკუთარივე არშინით ზომავს, ჭრის და კერავს, ანუ, როგორც ინგლისელები ამბობენ, ყველა განსჯის საკუთარი გარყვნილების სიმაღლიდან...

 

ეს არცთუ სასიამოვნო სენტეციები გამახსენდა დღევანდელი პრესის გადათვალიერების შემდეგ...

 

არცერთი "კაი ამბავი", არცერთი სასიხარულო... არცერთი საამაყო... სამაგიეროდ, უკიდეგანო ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, დაცინვა...

 

არვის ინდობენ... არც ძველს და არც ახალს... არც ასაკოვანს, წვეროსანს და არც პირტიტველას... არც თავისიანს, უცხო ხომ სულ ფეხებზე კიდიათ...

 

ეკრანზე, ეთერში, პრესის ფურცლებზე სულ ერთი და იგივე გვარები, სახელები, თემები, წასულ-წამსვლელი და  მოსულ-მომსვლელი. ჭორი, მართალი, სიცრუე პაწია და უშველებელი... არავითარი დანდობა, გაფრთხილება... ნუ, მოფერება და პატივისცემა ხომ მოსანატრებელი გახდა... სამაგიეროდ სკარბეზული რიტორიკა მოურიდებლად. ამ მხრივ, მდედრმა ხომ სულ გადათელა ზნეობისა და კულტურის ყველანაირი საზღვარი.

 

ვიღაცეების მხრიდან ყბედობას და სისულელეების მოჩმახვას ხომ შეჩვეული ვართ... სიბრიყვესაც, რამდენიც გინდა, მაგრამ...

 

აი ეს "მაგრამ" არის ყველაზე გამაოგნებელი. ზოგჯერ, ისეთი ვინმე(!) წამოაყრანტალებს როყიო ფრაზას, ისეთი ვინმე გააკეთებს კრეტინულ შეფასებას, ისეთი ვინმე წამოროშავს იდიოტობას, რომ...

 

აი, მაგალითად, "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, მისი ფრაქციის თუ "რაღაცის" თავკაცი, გამხმოვენებელი სპიკერი, მისი ტელესახე, ცოტა მოსაბეზრებელი სიხშირით რომ ჩანს ეკრანებზე, პრესაში, რადიოეთერში, სახელად- მ ა მ უ კ ა  და გვარად-  მ დ ი ნ ა რ ა ძ ე.

 

გადავშალე დღევანდელი "რეზონანსი" და ვკითხულობ: "თაკო ჩარკვიანი ხანდახან  ს ი მ ა რ თ ლ ე ს  ამბობს, თუმცა ზოგჯერ ისევ  ოპოზიციის ნარატივშია..."

 

("რეზონანსი", 1 მარტი, 2021 წ.)

 

მდინარაძის დანარჩენი ფრაზის, აზრის შემდგომ გაგრძელებას "კრემლში მოსიარულეთა" შესახებ, პირადად ჩემთვის, არავითარი მნიშვნელობა  აღარ აქვს... რამეთუ ე.წ. "რუსულ ვექტორთან" დაახლოვების აბსურდულ ბრალდებას ოცნებისტებს სწორედ ის უკიჟინებს ისტერიულად, რომელიც თურმე    ხ ა ნ დ ა ხ ა ნ  ს ი მ ა რ თ ლ ე ს ამბობს, თუმც...

 

მდინარაძეს მინდა ვკითხო: ეს "ზოგჯერ" რას ნიშნავს, როდის კონკრეტულად? მხოლოდ მაშინ თავისივე ოპოზიციონერ კოლეგასთან პირადულ ანგარიშს ასწორებს?

 

სად, რა, როგორ ვითარებაში თქვა (ამბობს) ეს უტიფარი და ცრუპენტელა მდედრი  ს ი მ ა რ თ ლ ე ს? "ობიექტური"ტვ-პირველის ეთერში, საკუთარ "ფანჩატურელებთან" ხელჩართული ბრძოლისას?

 

მიუხედავად იმის, რომ ყველა გამოსვლაში კივის და წივის, რომ "უტყუარად" იცის, აქვს დამადასტურებელი "დოსიე, ჰყავს სანდო ინფორმატორები, რაღაც, არასოდეს(!) მომისმენია მაგ ჭორკანასგან  მართალი(!) ს ი ტ ყ ვ ა, მართალი(!) ფ ა ქ ტ ი, გარდა...  დიახ,  გ ა რ დ ა "ქართული ოცნების" (ზოგადად და კონკრეტულად) ლიდერთა და სხვა სალანძღავად ამოჩემებული სუბიექტების გვარ-სახელისა...

 

ეგებ, მიკარნახოს (შემახსენოს) მდინარაძემ კონკრეტული წყარო, რომელშიაც აღწერილია ამ წერა-კითხვის უცოდინარი მდედრის ბაგეთაგან წარმოთქმული   ს ი მ ა რ თ ლ ე...

 

ეგებ, გამომრჩა, ეგებ თვალს დამაკლდა და ვერც ეკრანზე და ვერც პრესაში  შევამჩნიე, გამომეპარა  TAKO-სეული  ს იმ ა რ თ ა ლ ე ?

 

ეგებ, დამეფსო ყურები და "ჭეშმარიტების მღაღადებელი" პროფესიონალი მატყუარას მ ა რ თ ა ლ ი შეფასება ვერასოდე მოვისმინე?

 

მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, იძულებული ვარ დაკვირვებით, ფხიზლად ვადევნო თვალი ამ სულიერად ახრწნილი დედაკაცის აქტიურობას,  ზღვარგადასულ ავყიობას, ბოროტ სიცრუის ტირაჟირებას, უმადურობით და უზრდელობით აღსავსე ბოდვებს, ფსკერამდე დასული პრიმიტიულ, ღიმილისმომგვრელ  შეფასებებს ე.წ. პოლიტ"ვექტორების" შესახებ.

 

აი, ერთერთი ბოლო მისი გამოსვლა-ისტერიკა, როცა თქვენ-მდინარაძეებს, კობახიძეებს, თალაკვაძეებს, მთელ თქვენს გუნდს, ახლადგაპრემიერებულ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ, მოურიდებლად გეძახათ  ნ ა ძ ი რ ლ ე ბ ი  და ბრალი დაგდოთ ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაში, რუსეთთან მიყიდვაში... ასევე, ლანნძღა ბაზრის დედაკაცის რიტორიკით თავისივე კოლეგა-ოპოზიციონერები, უწინარესად, მის მიერ პირად  მტრებად შერაცხულნი...

 

https://www.facebook.com/liza.gegechkori.5/videos/1635017960038567 

 

და თქვენ, ამ გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ქართულ საზოგადოებას უმტკიცებთ, რომ TAKO ხანდახან სიმართლეს ამბობსო?

 

თუ თქვენ ამით მიანიშნებთ იმას, რომ მაგ სუბიექტთან "გარკვეული" გაქვთ ურთიერთობები, ამას არავინ დაგიჯერებთ, რამეთუ საყოველთაოდ ცნობილია თუ როგორ აპროტესტებდა ის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უანგარობისთვის მავანთა მხრიდან "შეფურთხების" მცდელობას;

 

რა საზიზღრად ამკობდა მას; როგორ თქვა უარი მამის მრავალათასიანი და მრავალწლიანი "ბიძინასეული"  პენსიის დედისადმი გადამისამართებაზე;  უმდიდრესი ოჯახის პატრონმა უარი როგორ უთხრა "ქართუს" ძმის მკურნალობის დაფინანსებაზე და თავად გადაიხადა ვეებერთელა თანხა;

 

დიახ, არავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ მოახერხეთ მასთან საქმის "მოკვარახჩინება", რამეთუ საქვეყნოდ ცნობილია ჩარკვიანების მოუსყიდველობა, თავმდაბლობა, პრინციპულობა; "რწმენის კედლის"  პრინციპებზე გაზრდილი ანგელოზისთვის  "მედროვეობის" აბსოლუტური მიუღებლობა; უკომპრომისო ბრძოლა კორუფციის, ნეპოტიზმის წინააღმდეგ;  "ყაჩაღობით" თუ მაქინაციებით მიტაცებულ-"ნაჩუქარი" ქონებისა, ბინისა და მიწის კანონიერი მეპატრონეებისთვის "დაბრუნების" სურვილი...

 

მართლაც დაუჯერებელია, რომ თქვენ კომპრომისზე წახვედით და პოლიტქორწინება შესთავაზეთ ბოროტ არსებას, რომლის ყველა გამოსვლა მედიით არის არა მარტო  პათოლოგია, მისი აბსოლუტური უვიცობის და პრიმიტივიზმის ილუსტრაცია, არამედ მინიშნება, რომ  ის დ ა ა ვ ა დ ე ბ უ ლ ი ა რამდენიმე ისეთი სერიოზული სენით, რომლის მკურნალობა შეუძლებელია პოლიტიკური მეთოდებით, რომ ეს ძალუძს მხოლოდ და მხოლოდ მედიცინას.

 

ერთი მათგანი ფსიქიატრიაში ცნობილია, როგორც "ჟილ დე ლა ტურეტის ს ი ნ დ რ ო მ ი". მეორე -"მიუნჰაუზენის სინდრომის" სახელით; მესამე-"დანინგ კრუგერის ეფექტი", რომლის ავტორმაც ნობელის პრემია დაიმსახურა.

 

მე არაერთგზის მიმიქცევია ფბ-მეგობრების ყურადღება ამ სენით დაავადებულთა მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. მით უმეტეს, თუ მათ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვთ.

 

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ დინჯად, მოთმენით, გეგმაზომიერად ვუმკურნალოდ, ჩვენი ელიტის ბირთვი პირიქით იქცევა: ნებსით თუ უნებლიედ,  ბრიყვული ქცევითა  თუ საჯარო განცხადებებით ხელს უწყობენ სენის გაღრმავებას, პრაქტიკულად წაახალისებენ დაავადებულთა აქტიურობას.

 

ქართულ პოლიტსივრცეში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და მათთან დაკავშირებული ე.წ. პოლიტიკოსთა განცხადებები.

 

ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნო არა მარტო "კანონი და სამართალის' სახელწოდებით მოყელყელავე ჩარკვიანების ოჯახური ბიზნეს-პარტია, არამედ "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის მდინარაძის ძნელად ასახსნელი განცხადება.

 

რა თქმა უნდა ეს ჩემი რეპლიკა არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მხრიდან არ შეიძლება მოვისმინოთ გონივრული, პრაგმატული, პროფესიული განცხადება. პირიქით!

 

არაერთგზის მოგვისმენია და იმედი მაქვს, რომ მომავალში არამცთუ მოვისმენთ, არამედ იმის მოწმენიც ვიქნებით, როგორ ყურადღებით და გულშემატკივრულად განიხილავს და მხარს დაუჭერს ეს და სხვა ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ მოვლენებს.

 

არ გამოვრიცხავ, შესაძლოა TAKO-ს  აგრესიული ბჟუტური და ბოდვები მდინარაძის თვალთა ხედვით "ზოგჯერ სიმართლეა". და ეს პოზიცია დაფუძნებულია მის მსოფლმხედველობაზე, ინტელექტზე, პოლიტ- და  ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ტაქტიკური პრაგმატიზმით ჩაფიქრებულ გათვლიებზე, . მაგრამ ჩემი თვალსაწიერიდან ჩარკვიან-მდინარაძის 'უნებლიედ"  და მოულოდნელად წარმოქმნილი დუეტის

 

 განცხადებები გახლავთ დაუფარავი ს ი ბ რ ი ყ ვ ე.

 

უტიფარი და მოჩერჩეტო მდედრისგან ეს, რა თქმა უნდა, არ მიკვირს. მაგრამ... ერთი შეხედვით ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობადი პოლიტიკოსის, მამუკა მდინარაძისგან?.. სიბერემდე სიქაჩლეო, უთქვამთ ძველ, გამოცდილ ადამიანებს.

 

ამ ბჟუტურა-განცხადებით ყოფილი ადვოკატი მდინარაძე ტყუპის ცალივით ჰგავს პროფესიულად მის კოლეგას, ყოფილ დეპუტატს, ქამარში "ლივერგარჭობილ", მოკრეტინო ოთოია კახიძეს. ორივეს ეტყობა, თუ რა ერთინაირი ვირ-ეშმაკული  სკოლა აქვთ გავლილი.

 

ჰოდა, სულ არ მიკვირს, ამ მარაზმის შემხედვარე რა "სპექტაკლები" იდგმება იმ თეატრში, რომელსაც "ქართული პოლიტსივრცე" ჰქვია.

 

არ მიგიყვანთ ეს გზა ტაძრამდე, ბიძიკოებო!

 

... მე და შენ კი , კ უ კ უ რ ი, ისღა დაგვრჩენია დავსცხოთ მაგარი გამოსაფხიზლებელი  ტ ა შ ი?!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner