logo_geo
eng_logo
„მოვითხოვთ სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯას“ - პეტიციას ხელი 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა
- +

9 ივლისი. 2016. 18:04


სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება.


„ქართველმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა უცხოეთში გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტმა რეჟიმმა განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში, სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ძალადობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

 

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს, გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს!

 

 

ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი

თემურ ნანეიშვილი, აკადემიკოსი

ალქსანდრე ხარაზიშვილი, აკადემიკოსი

თამაზ ჯოლოგუა, პროფესორი

გოგი ანთელავა, პროფესორი

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი

ლევან გაჩეჩილაძე, ბიზნესმენი

შოთა გლურჯიძე, მხატვარი

კოტე ჯანდიერი, მწერალი

ბიძინა გეგიძე, საზოგადო მოღვაწე

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი

ნანა შონია, მსახიობი

გია გაჩეჩილაძე („უცნობი"), მომღერალი

გელა დოლიძე, ფიზიკოსი

გიგა ბათიაშვილი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი

თემურ გოცაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი

მარინა ჯანაშია, საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი პაპინაშვილი, მსახიობი

ნუგზარ ბაგრატიონი, რეჟისორი

ზურაბ ყიფშიძე, მსახიობი

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი

გელა ნიკოლაიშვილი, იურსტი

გია ტაბლიაშვილი, იურისტი

ენძელა მაჭავარიანი, ჟურნალისტი",- ნათქვამია პეტიციაში.


აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება. როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული.


„ხელმოწერების შეგროვება არანაირი შრომატევადი საქმე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ თვითონ მოაქვთ ადამიანებს შევსებული ფურცლები.

 

ამ დროისთვის, 4-5 დღეში 20 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა. მალე სრულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ.

 

ხელმოწერებით პროკურატურასთან, პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან მივდივართ, რომ ეს პეტიცია გამოძიებას  გადავცეთ. ხალხის დაკვეთაა, რომ ის მწამებლები დაისაჯონ, რომლებმაც სულხან მოლაშვილი სიკვდილამდე მიიყვანეს.

 

ორშაბათს გამოვაცხადებთ ზუსტ დროს, პარლამენტთან, პროკურატურასთან და მთავრობის კანცელარიასთან რომელ საათზე ვიქნებით",- განაცხადა კაკაბაძემ.


შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში 2016 წლის 29 ივნისს საფრანგეთში გარდაიცვალა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner