logo_geo
eng_logo
დავითგარეჯას საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება
- +

2 მარტი. 2021. 10:46

 

დავითგარეჯას საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

 

13 იანვარს პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

 

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/189460/davit-garejis-saqmeze-arsebiti-gankhilva-dges-gaimarteba

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner