logo_geo
eng_logo
სპეცოპერაცია თბილისში - თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ბინიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული
- +

2 მარტი. 2021. 10:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

https://rustavi2.ge/ka/news/191804

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner