logo_geo
eng_logo
NATO იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, რომლის მონაწილე საქართველო იქნება
- +

9 ივლისი. 2016. 18:34


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში გამართულ NATO-ს  სამიტზე განაცხადა, რომ საქართველოს უპირობო მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო, რათა გაძლიერდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.


NATO-ს   ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„უმნიშვნელოვანესია, რომ NATO იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო. ასევე, საქართველო და NATO შეთანხმდენ საჰაერო თავდაცვაზე. ჩამოყალიბდა ხედვა ფინანსურ მხარდაჭერაზე. შემოდგომაზე კი,  საქართველოს ეწვევა ალიანსის საბჭო, რაც იქნება საქართველოს მხარდაჭერის დადასტურება

 

ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. NATO გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში.

 

ჩვენ ერთგული ვრჩებით NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახლესი წევრის, მონტენეგროს მიღებას  ჩვენს საზოგადოებაში", - ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner