logo_geo
eng_logo
NATO-ს ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოზეა საუბარი
- +

9 ივლისი. 2016. 18:52


NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკე, სადაც ნათქვამია, რომ NATO საქართველოსა და უკრაინას მეტ დახმარებას გაუწევს.


„NATO მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინასა და საქართველოს და გააგრძელებს რესპუბლიკა მოლდოვას დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ჩართულობას პარტნიორებთან ერთად შავი და ბალტიისპირეთის ზღვის რეგიონებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში", - ნათქვამია კომუნიკეში.


NATO-ს ლიდერები აღნიშნავენ, რომ არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ტერორიზმი, რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინაშიც, არის უპრეცედენტო პრობლემები, რომელსაც დღეს დასავლეთს აქვს საქმე.


„ჩვენ ახლა ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად ყველა მიმართულებიდან მომავალი საფრთხისგან. ჩვენ გავზრდით სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვასა და მდგრადობას კიბერთავდასხმებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, ვზრდით ჩვენს დაცვას ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისგან ევროატლანტიკური რეგიონის გარედან. ყველა ეს ზომა არის თავდაცვითი, პროპორციული, გამჭვირვალე და სრულად შეესაბამება ალიანსის სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კვლავ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის რუსეთთან, ჩვენი პოზიციების მკაფიო განმარტებისთვის, და პირველ რიგში, სამხედრო ინციდენტების რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის. ჩვენ კვლავ მივისწრაფვით კონსტრუქციული ურთიერთობისკენ რუსეთთან, როცა რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას იძლევა. რაც უფრო სტაბილურად იქნებიან ჩვენი მეზობლები, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენ", - ნათქვამია კომუნიკეში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner