logo_geo
eng_logo
ვაქცინაციის პროცესის დაწყების გადადების გამო სან-მარინომ გეგმა B-ს მიმართა და ვაქცინა „Sputnik V“ შეიძინა
- +

2 მარტი. 2021. 18:10

 

სან-მარინოს რესპუბლიკამ ვაქცინაცია დაიწყო. რესპუბლიკამ ვაქცინა მიიღო, თუმცა, ეს რუსული „Sputnik V“ არის. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.

 

ვაქცინაციის პროცესის დაწყების გადადების გამო, სან-მარინომ გეგმა B-ს მიმართა და ვაქცინა „Sputnik V“ შეიძინა. მანამდე სან-მარინო ვაქცინას იტალიიდან ელოდებოდა, მაგრამ ევროკავშირისგან ვაქცინების მიღების პროცესი გადაიდო.

 

სან-მარინოს მოსახლეობა 33 ათასს შეადგენს. ვაქცინის პირველ პარტიაში 7500 დოზა შედის. ეს მთელი მოსახლეობის 15%-ის ასაცრელად იქნება საკმარისი.

 

იტალიიდან ვაქცინის მიღება გაჭიანურდა, ვინაიდან იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც „Pfizer-BioNTech“-ის, „Moderna“-ს და „AstraZeneca“-ს ვაქცინის მიღების საკითხში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იტალიაში ვაქცინის 3,7 მილიონი დოზა ჩაიტანეს.

 

„იმის გამო, რომ ევროკავშირიდან ვაქცინის მიღება გაჭიანურდა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, ამიტომ სან-მარინომ ალტერნატიული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ლუკა ბეკარიმ.

 

„Sputnik V“-ს შემქმნელებმა რამდენიმე დღის წინ ევროპის წამლების სააგენტოს მიმართეს შეკითხვით, თუ რა ინფორმაციაა საჭირო ოფიციალური რეგისტრაციის გასავლელად. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, უნგრეთმა „Sputnik V“-ც და ჩინური „Sinopharm“-ს ვაქცინები დაარეგისტრირა.

 

სან-მარინოში პანდემიის დაწყებიდან COVID 19-ის 3538 შემთხვევა დაფიქსირდა. 73 პაციენტი გარდაიცვალა.

https://abcnews.go.com/Health/wireStory/san-marino-finally-vaccines-sputnik-76073142?fbclid=IwAR3rJTlnpfXNvmYFRZhC-X3bp5zrE7ZXkZH346Pq2mKLmQ2L9c4k4GrImF4

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner