logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციის ლიდერს შეხვედრაზე იწვევს
- +

2 მარტი. 2021. 18:19

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი ედმონ მარუკიანი შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ მარუკიანმა ჟურნალისტებს განუიცხადა.

 

მარუკიანის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე დათანხმდა.

 

„ვვარაუდობ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება“,- აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, კერძოდ, მან დაუშვა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644707-nikol-pashiniani-opoziciis-liders-shexvedraze-icvevs

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner