logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: დამაბინძურებელი საწარმო ვალდებული იქნება, თვითონვე აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი
- +

2 მარტი. 2021. 18:59

 

„თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

 

„დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დაამკვიდრებს სრულიად ახალ სტანდარტებს ამ სფეროში. კერძოდ, თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში. კანონის 2022 წლის ივლისიდან ამოქმედდება და მანამდე სამინისტრომ ზედამხედველობის მექანიზმები უნდა გააძლიეროს. ეს კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ სანქციას - 80 000 ლარამდე დარღვევის სიმძიმის მიხედვით. თუკი რომელიმე საწარმო წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ცხადია, საჯარიმო სანქცია გაორმაგდება და გასამმაგდება. პირველ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება და 85-მდე საწარმოს შეეხება. მათთანაც გვქონდა კონსულტაციები, და საწარმოები მზად არიან, დაიცვან ახალი რეგულაციები. რაც შეეხება 2022 წლის ივლისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს, ეს ეხება მეტალურგიას, ქიმიურ მრეწველობას, სამშენებლო მასალების წარმოებას. ისინი ემზადებიან ახალ რეგულაციების შესრულებისთვის და ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს მათთან“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, რომელიც გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.

 

https://imedinews.ge/ge/ekonomika/189600/nino-tandilashvili-damabindzurebeli-satsarmo-valdebuli-iqneba-tvitonve-agmopkhvras-garemostvis-mikenebuli-ziani

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner