logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: რუსეთი დონბასში კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი
- +

2 მარტი. 2021. 19:13

 

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს, რის გამოც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში რჩება.

 

„2021 წელია, ევროპის კონტინენტზე ვიმყოფებით და ომია. ეს სამარცხვინო რეალობაა. ხალხი ამ კონფლიქტში კვლავ იღუპება. აქ ჩამოსვლა მსურდა, რათა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რამდენად მიუღებელი სიტუაციაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

შარლ მიშელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმების შესრულების მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგა.

 

„ამიტომაც ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში დარჩება. რუსეთი ამ კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/189606/sharl-misheli-ruseti-donbasshi-konpliqtis-mkharea-da-ara-shuamavali

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner