„საქართველოს რკინიგზის" მიერ 9,950 მილიონ ევროდ შეძენილმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი წარმატებით გაიარა. როგორც „საქრთველოს რკინიგზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, ორსართულიანმა მატარებელმა სატესტო მგზავრობა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიარა და ბათუმში ჩავიდა.
დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მოერგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს.