logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: NATO არის პირველ რიგში ღირებულებითი კავშირი
- +

9 ივლისი. 2016. 20:20


NATO არის პირველ რიგში ღირებულებითი კავშირი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვარშავის პრესკონფერენციაზე განაცხადა.



საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ალიანსი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტადრატებით ჩატარდებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამს.

 

 

NATO არის პირველ რიგში ღირებულებითი კავშირი. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან NATO-ში და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გაერთიანებას NATO-ში, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები. ამ თვალსაზრისით არჩევნები ბუნებრივია არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით. NATO-ს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგი არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ეს არის ბუნებრივი გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განტკიცების ირგვლივ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner