logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები
- +

2 მარტი. 2021. 23:18

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ამბობს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელიც 6 პუნქტს მოიცავს, ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები, ნახსენები არ არის.

 

,,ჩვენ იქ ვერ ვნახავთ ვერც ერთ გვარს და, საერთოდ, სიტყვას პოლიტიკურ პატიმრებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეს 6 პუნქტი გახლავთ შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია და ის 6 საკითხი, რომელზეც ის მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ყველამ იცის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

 

ეს არის საკითხი, რომელიც მან მოისმინა ოპოზიციის მხრიდან და მიიჩნევს აუცილებლად, რომ ამ საკითხზე მოხდეს დიალოგი და საბოლოოდ ჩამოყალიბება, არის თუ არ არის და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ამ კუთხით მოხდეს შეთანხმება.

იქ არ არის საუბარი, რომ მსგავსი ფაქტი არსებობს, არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები, მით უმეტეს, არც გვარები,"- განაცხადა კუჭავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner