logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ
- +

2 მარტი. 2021. 23:15

 

„ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

„მთავარი ვაქცინაციის დაწყება კი არა, დამთავრებაა. რეალურად, ვაქცინაციის თვალსაზრისით, საქმე კარგად აქვს ისრაელს, რომელმაც უკვე მოსახლეობის 90% აცრა. ასევე, აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროები. დუბაიში აცრები ჩინური ვაქცინით დაიწყო.

ჩვენ მხოლოდ დასავლურ ვაქცინას ველოდებით და ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ქვეყანას აქვს ძალიან მკაცრი კანონები ვაქცინასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner