logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნა შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს, თუ პირბადეებს ვატარებთ
- +

3 მარტი. 2021. 00:08

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

„მე ყოველთვის ვემხრობოდი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ვხედავთ, რომ ასეც ხდება. ასევე მუდმივად თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი, როდესაც საუბარი იყო ერთიანი მოხსნის მოთხოვნებზე, რამეთუ ამან შეიძლება უკან დაგვაბრუნოს.

ხომ არ გამოიწვევს ახლა მოხსნა შემთხვევების მატებას? მაქვს ცალსახა პასუხი - არ გამოიწვევს თუ პირბადეებს ვატარებთ.

ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა ჩვეული ცხოვრებით ვიცხოვროთ. მაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებში 72%-დან 62%-ზე ჩამოვიდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ პირბადეებზე გადის ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner