logo_geo
eng_logo
„ნიკორა“ მერსი სულხანიშვილსა და სუპერმარკეტის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
- +

9 ივლისი. 2016. 21:18


„ნიკორა" გუშინ მერსი სულხანიშვილსა და „ნიკორას" თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



ყოველთვის ვზრუნავთ მომსახურების ხარისხზე და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ვუტარებთ უამრავ ტრენინგს მომხმარებელთან კომუნიკაციასა და ეფექტურ მომსახურებაში, რისი დასტურიც მენეჯერის ქმედებაა აღნიშნულ ინციდენტში. აქვე ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლის გათავისუფლებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. „ნიკორა სუპერმარკეტისთვის" თითოეული თანამშრომელი ძვირფასია და ის მზად არის, დაიცვას ყოველი მათგანის უფლება განსაზღვრული კანონმდებლობით", - აცხადებს „ნიკორა სუპერმარკეტის" ადმინისტრაცია.




 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner