"24 საათის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ დიალოგზე ვსაუბრობთ დიდი ხანია და ეს მოწოდებები მუდმივად ისმის "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესებს პარლამენტში, სამწუხაროდ, პარლამენტში პროცესები დღემდე ვერ მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენს ხელისუფლებას უნდოდა რომ ეხილა.
მაგრამ გამოსავალი აქედან არის დიალოგი, უნდა ვისაუბროთ როგორ მოვახერხოთ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა. რაც შეეხება წითელ ხაზებს, როდესაც პრემიერ მინისტრი საუბრობს, ეს ეხება ჩვენი ამომრჩევლის ნებას, არ შეიძლება ჩვენი ამომრჩევლის ნება, ის რაც გაკეთდა 31 ოქტომბერს, დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. არ გამქრალა ეს წითელი ხაზი, ეს წითელი ხაზი ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს და ვთვლით, რომ ამის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.