logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ვინც სააკაშვილის დაკრულზე გააგრძელებს ცეკვას, ისინი აუცილებლად გაქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან
- +

3 მარტი. 2021. 01:46

 

შარლ მიშელის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ კვლავ პარლამენტის პიკეტირება განაგრძო.

 

,,კვირა“ პოლიტოლოგ გია აბაშიძეს დაუკავშირდა:

 

-როგორც შარლ მიშელი, ისე დიალოგში ჩართული ყველა მეგობარი დიპლომატი ადასტურებს, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს, თუმცა, პარლამენტის წინ ოპოზიცია ისევ პიკეტირებს.

 

-ქართული ოპოზიციის კონსტრუქციულობამ მხოლოდ 2 საათ-ნახევარს გასტანა, ზუსტად ის დრო, როდესაც შარლ მიშელის თაოსნობით გამართულ შეხვედრაზე ისხდნენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ საქართველოს საჰაერო სივრცე არ ჰქონდა დატოვებული, რომ პარლამენტის წინ მიცვივდნენ და საკანონმდებლო შენობის ფსევდო ,,პიკეტირება“ დაიწყეს. ვამბობ ეგრეთ წოდებული პიკეტირება, რადგან ნამდვილ პიკეტირებას მხარდამჭერთა სერიოზული ძალა სჭირდება, ასეთი მხარდაჭერა კი ქართულ ოპოზიციას არ აქვს. როდესაც მთელი დასავლეთი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებთ, ისინი კი ,,შვიშტოკებით“ ხელში ხან სანაგვე მანქანაზე გადაიჩაჩხებიან, ხან ქუჩა-ქუჩა დარბიან… თუ ოპოზიცია საბოლოოდ გამარგინალდა, ქვეყანაში აუცილებლად გამოჩნდება კონსტრუქციული ძალა, რომელიც ასეთ მარგინალურ ძალას ჩაანაცვლებს.

 

-2-კვირიან ვადაში მხარეები მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებას შეძლებენ?

 

-გავიხსენოთ 1 წლის წინანდელი, 8 მარტის შეთანხმება. მაშინაც ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელშეკრულების ტექსტში ეწერა პოლიტპატიმართა კონკრეტული გვარები, რომელთა გათავისუფლებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ. მოგვიანებით, ხელშეკრულება გასაჯაროვდა და აღმოჩნდა, რომ არავითარი ასეთი მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან იურიდიულ დოკუმენტში დაფიქსირებული არ ყოფილა. დღევანდელი მოცემულობით, ,,პოლიტპატიმარი“ რურუას გათავისუფლების მოთხოვნას ,,პოლიტპატიმარი“ მელიას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. გაუგებარია, ამ გვარებს რატომ არ ემატება ახალაიების, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და სხვათა გვარები. ქართული ოპოზიციის დესტრუქციის კანონზომიერებათა ახსნა ძალიან გაგვიჭირდება. ვფიქრობ, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მაინც მიუსხდება მოლაპარაკების მაგიდას, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონის შეცვლა, მით უფრო, უკვე შემოდგომისას – ადგილობრივი არჩევნების წინ. ვინც სააკაშვილის დაკრულზე გააგრძელებს ცეკვას, ისინი აუცილებლად გაქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner