logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმმართველობა წყვეტდა, ვინ წავიდოდა ციხეში
- +

3 მარტი. 2021. 01:54

 

„თუ გვინდა, რომ ოდესმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რეალურად დავუახლოვდეთ დასავლურ ცივილიზაციას, ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში და რაც ხდება ეს არის ცალკეული სახელისუფლებო შტოების გამიჯვნა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა  ლევან ნიკოლეიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ძალიან მისასალმებელია, რომ ხელისუფლება ამას ხაზს უსვამს, რომ „ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ერთადერთი, შემიძლია გავაკეთო ის, რომ აღვასრულო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

ანუ სასამართლო ხელისფულება სხვა არის, აღმასრულებელი ხელისუფლება სხვა არის. ოპოზიცია პირიქით ითხოვს ამას.

პირდაპირ გეტყვით, ცოტა მიჭირს ოპოზიციას რომ ვუწოდებ ამ ადამიანთა დაჯგუფებას, რომელთაც ნელ-ნელა აბსოლუტურად ყველაფერი აშორებს პოლიტიკოსებს და აბსოლუტურად ყველაფერი აშორებს ოპოზიციურ სპექტრს.

რეალობა ეს არის და არ უნდა მოგვერიდოს ამის თქმა. ოპოზიცია ითხოვდა პოლიტიკური პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას. ანუ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმმართველობა წყვეტდა ვინ წავიდოდა ციხეში - არავითარი სასამართლო, არავითარი პროკურატურა. ეს იყო მთავარი, რასაც ისინი აკეთებდნენ და ამის დაბრუნებას ცდილობენ. მეტიც, პირდაპირ და ღიად გვებნებიან, რომ „ჩვენ თუ დავბრუნდებით, ეს ასე იქნება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner