logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ოპოზიციას არა ეს ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი უყვარს ამ ქვეყანაში
- +

3 მარტი. 2021. 01:59

 

„ოპოზიციას არა ეს ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი უყვართ ამ ქვეყანაში. მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენიათ ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდებოდა, გარკვეული ქვეყნების მხრიდან იყო სკეპტიციზმი და მათთან ინდივიდუალურად ვმუშაობდით.

რას აკეთებდა მაშინ ოპოზიცია? დადიოდნენ და ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

იქ ვიყავი და ვხედავდი, როგორ დადიოდა გიორგი კანდელაკი და ეუბნებოდა ევროპარლამენტარებს, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ გადაწყვეტილებისთვის.

მათ არა ეს ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი უყვართ ამ ქვეყანაში. მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენიათ ხელისუფლებაში.

ზაფხულში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესება განიხილება.

თუმცა ვიცით, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი - საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით და ა.შ. ჩვენი თანმიმდევრული ქმედებებით კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველას, როგორ ცდილობს ხელისუფლება, დეესკალაციისკენ წაიყვანოს პროცესები და სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner