logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა პარტნიორი ქვეყანა მოგვიწოდებს დიალოგისკენ, რატომღაც ოპოზიციის ერთ ნაწილს ეს არ ესმის ან არ სურს, რომ გაიგოს
- +

3 მარტი. 2021. 02:14

 

„ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ის, რაც რუსეთს აწყობს, ჩვენი ხელით ქვეყანაში არ მოვაწყოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტმა  დაადასტურა, რომ ევროკაშირი ძალიან დიდი ყურადღებას ანიჭებს საქართველოს, როგორც მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენსა და სანდო პარტნიორს რეგიონში.

 

„აქედან გამომდინარე იყო სწორედ ის დაინტერესება და ჩართულობა, რომ ევროკავშირის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი საქართთველოში ვიზიტის დროს ამდენ ყურადღებას უთმობს, შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასა და გარჩევებს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური ვითარება და მშვიდობა და საქართველო ვითარდებოდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზით.

 

ჩვენ მასთან ძალიან გულღია საუბარი გვქონდა და ჩვენი აზრები დაემთხვა იმაში, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დაძაბულობა, პოლარიზაცია, სიძულვილის ენა, ქუჩის აქციები და ასე შემდეგ, აწყობს, ეს არის რუსეთი. ამიტომ, ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ის, რაც რუსეთს აწყობს, ჩვენი ხელით ქვეყანაში არ მოვაწყოთ. ესაა ძალიან მარტივი მოცემულობა, რომელზეც ყველა თანხმდება. ამიტომაა, რომ ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა მოგვიწოდებს დიალოგისკენ. რატომღაც ოპოზიციის ერთ ნაწილს ეს არ ესმის, ან არ სურს, რომ გაიგოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner