„ჩვენ ვხედავთ პოლიციელებთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლას და პარლამენტის პიკეტირებას. გუშინ, ჩვენი ოპონენტები ერთი მხრივ, მზაობას აცხადებდნენ კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ რამდენიმე საათი არ არის გასული და მათგან ასეთ დამოკიდებულებას ვხედავთ. ეს მეტყველებს იმ ორმაგ სახეზე, რომელიც მათ გააჩნიათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის პარტნიორთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში მხოლოდ იმ ნაწილს კითხულობს, რომელიც შესაძლოა, მისთვის მომგებიანი იყოს.
„რეალურად, ისინი არ კითხულობენ იმ ნაწილს, სადაც ჩვენი პარტნიორები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და პოლიტიკური ცხოვრების ქუჩიდან პარლამენტში გადატანისკენ მოუწოდებენ“, – განაცხადა ამილახვარმა.