logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ოპოზიცია მონობისგან გათავისუფლდება, მათ აქვთ შანსი, რომ კვლავ დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას
- +

3 მარტი. 2021. 02:38

 

„გამოსავალი არის ერთადერთი - თუ ოპოზიციიდან გარკვეული ძალები შეელევიან სააკაშვილის ყელსაბამს, რომელიც აქვთ გამობმული“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„თუ ისინი ამ მონობისგან გათავისუფლდებიან, მათ აქვთ შანსი, რომ კვლავ დაუბრუნდნენ პოლიტიკოსის სახელს და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას.

მეორე გამოსავალი მათთვის არის, რომ ისინი გადაიჩეხებიან უფსკრულში, ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებენ უარეს შედეგს და მათ ყვირილს „გაყალბდას“ შესახებ უკვე აღარავის დაიჯერებს “, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner