პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ არც ვადამდელ არჩევნებს და არც პლებისციტს არანაირი საფუძველი არ აქვს.
"პლებისციტს არანაირი საფუძველი არ აქვს. დღეს არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ რამენაირი ფორმით, იქნება ეს ახალი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები თუ პლებისციტი, ჩვენი ამომრჩევლის ნება დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.