logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: რაც დრო გადის, უფრო მიერეკებიან დესტრუქციული ქმედებებისკენ
- +

3 მარტი. 2021. 02:54

 

„მათ ქცევაში რაციონალური მარცვლის მოძებნა ძალიან რთული გახდა. რაც დრო გადის, უფრო მიერეკებიან დესტრუქციული ქმედებებისკენ“, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

„რამდენიმე კვირის წინ, ისინი ლანძღავნდენ და პუტინის აგენტებს უწოდებდნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს. ახლა, დასჭირდათ ევროკავშირის ჩარევა.

ეს ყველაფერი ვერ ჯდება ლოგიკაში. ოპოზიციის ქმედება აისახება სასტვენით სირბილში, ღამით კარავში დარჩენასა და ხალხის ნაკლებობაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის 5% რომ გამოდიოდეს ქუჩაში, მოძრაობა გადაიკეტებოდა და აღარ იქნებოდა ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობა და პოლიციელებთან პირბადეების გარეშე ძიძგილაობა“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner