logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ნიკა გვარამია „დამითაგეთ“- „ბელადი“ არ გაუწყრეს...
- +

9 ივლისი. 2016. 21:57


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი 2010 წელს გაკეთებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეკვეთილში კულტურული- საკონცერტო დარბაზი უნდა აეშენებინა, რომელიც ევრიპაში ერთ-ერთი პირველი იქნებოდა. 


შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქართუს" მიერ, შეკვეთილში აშენებული Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა. ნიკა გვარამიამ კი Black Sea Arena-ს უსარგებლო უწოდა.


„ჰა ჰაააააა.....

ნიკა გვარამია დამითაგეთ - , მანდ ბელადი არ გაუწყრეს - ვზრუნავ "კოლეგაზე"..."- წერს ყანდიაშვილი.



ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფონდი "ქართუს" მიერ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

"სიამის იმპერატორი ძალიან ორიგინალურად სჯიდა არასასურველ დიდგვაროვნებს: ჩუქნიდა მათ თეთრ სპილოს, რაც წმინდა სიმბოლოდ და უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლებოდა. თეთრი სპილოს სიკვდილი პატრონის სიკვდილით დასჯას იწვევდა. შესაბამისად, დასაჩუქრებული დიდგვაროვანი ბოლოს ან სიკვდილით ისჯებოდა, ან კოტრდებოდა და ცხოვრებას სიღარიბეში ასრულებდა.

 

ივანიშვილის ყველა "საჩუქარი" სახელმწიფოსთვის და გადასახდის გადამხდელისთვის შეტენილი თეთრი სპილოა - უსარგებლო, მოსავლელი და ტყუილად ფულის გასაფლანგი", - წერს გვარამია facebook-ში.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner