logo_geo
eng_logo
ტეხასის შტატში 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება
- +

3 მარტი. 2021. 10:30

 

 

ტეხასის შტატში 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება. ამის შესახებ განცხადება შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა.

 

ახლა დროა, ტეხასი 100 პროცენტით გავხსნათ“, – განაცხადა ებოტმა.

 

მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ტეხასელ ბიზნესმენებს, საქმიანობა სრულად აღადგინონ. გაუქმდება ჯარიმები, რომლებიც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იყო დაწესებული.

 

ტეხასი უდიდესი შტატია, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ეს წესი შტატებში ივლისიდან მოქმედებს. მანამდე პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა მიჩიგანში, ლუიზიანასა და მისისიპიში.

 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ შეზღუდვების შენარჩუნება ჯერ კიდევ აუცილებელია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner