logo_geo
eng_logo
მიანმარის პრეზიდენტს კიდევ ორი ბრალი წარედგინა
- +

3 მარტი. 2021. 10:47

 

სამხედრო გადატრიალების დროს დაკავებულ მიანმარის პრეზიდენტს, ვინ მიინს კიდევ ორი ბრალი წარედგინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ვინ მიინის ადვოკატმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ვინ მიინს ბრალად ედება კონსტიტუციის დარღვევა, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მეორე ბრალდების შინაარსი არ სახელდება. ადვოკატის განცხადებით, ვინ მიინის საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

1 თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner