logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ოპერის თეატრი რომ გაარემონტა და „შემოგტენათ“ - ხმა არ ამოიღეთ, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები, სამება!..
- +

9 ივლისი. 2016. 22:06


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფონდი „ქართუს" მიერ შეკვეთილში აგებულ Black Sea Arena-ას სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემას აფასებს და ნიკა გვარამიას პასუხობს:



მავნები" წერენ და ლაპარაკობენ, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი რომ ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა, ეს ხალხს არ სჭირდება, შენობის მოვლა-შენახვაში ფული დაიხარჯებაო. „ცირკაჩი" გვარამია უფრო შორს მიდის, ბიძინამ დარბაზი სახელმწიფოს შეტენაო.

 

ოე, ყანა, ოპერის თეატრი რომ გაარემონტა დაშემოგტენათ" - ხმა არ ამოიღეთ; რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები რომ განაახლა დაშემოგტენათ" - ხმა არ ამოიღეთ... სამება! - არც მაშინ გითქვამთ რამე, სანთლებით ხელშიმარიაჟობთ!" რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

 

ბატონო ბიძინა, ამის შემდეგ რასაც ააშენებთ, პირდაპირ მე მაჩუქეთ კი არადა... ძალით შემომტენეთ, მადლობას მაინც გეტყვით!"- წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.



ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფონდი "ქართუს" მიერ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


"სიამის იმპერატორი ძალიან ორიგინალურად სჯიდა არასასურველ დიდგვაროვნებს: ჩუქნიდა მათ თეთრ სპილოს, რაც წმინდა სიმბოლოდ და უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლებოდა. თეთრი სპილოს სიკვდილი პატრონის სიკვდილით დასჯას იწვევდა. შესაბამისად, დასაჩუქრებული დიდგვაროვანი ბოლოს ან სიკვდილით ისჯებოდა, ან კოტრდებოდა და ცხოვრებას სიღარიბეში ასრულებდა.

 

ივანიშვილის ყველა "საჩუქარი" სახელმწიფოსთვის და გადასახდის გადამხდელისთვის შეტენილი თეთრი სპილოა - უსარგებლო, მოსავლელი და ტყუილად ფულის გასაფლანგი", - წერს გვარამია facebook-ში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner