logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალებს“: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ!
- +

9 ივლისი. 2016. 22:07


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:



„გადებაზე მოფიქრალ „ნაცებს" კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ.

ორსართულიანი შტადლერის ფირმის მატარებელი გვირაბში დაწესებული სიჩქარით მოძრაობს და არაფერს არ გადებია, მაგრამ 8 ოქტომბერს თქვენ ნამდვილად გაგედებათ!!!"- წერს მჟავანაძე.



„საქართველოს რკინიგზის" მიერ 9,950 მილიონ ევროდ შეძენილმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი წარმატებით გაიარა. როგორც „საქრთველოს რკინიგზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, ორსართულიანმა მატარებელმა სატესტო მგზავრობა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიარა და ბათუმში ჩავიდა.



დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მოერგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner