logo_geo
eng_logo
იტალიაში კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება
- +

3 მარტი. 2021. 12:34

 

 

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება.

 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამს ახალგაზრდებზე ზემოქმედების განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, რის გამოც ეპიდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულ რეგიონებში 6 მარტიდან 6 აპრილამდე სკოლები დაიხურება.

 

აღნიშნულმა გვაიძულა დაგვედგინა, რომ წითელ ზონებში ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ისევე როგორც იმ ადგილებში, სადაც ინფექციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 ათასს მოსახლეზე 250 შემთხვევას აღემატება“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner