logo_geo
eng_logo
ნიკოლა სარკოზი მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს
- +

3 მარტი. 2021. 12:37

 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა „ლე ფიგაროსთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებებია საჭირო, ხოლო მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

 

პირველ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და „გავლენით ვაჭრობაში".

 

სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner