logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება
- +

3 მარტი. 2021. 12:49

 

„სასამართლო რეფორმას ძალიან თანმიმდევრულად ვახორციელებთ. თუ 2012 წლამდე სასამართლო ყველაზე კარგ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრთან არსებული სსიპ და შპს იყო, დღეს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე.

 

„ყოველ შემთხვევაში, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე, მაგრამ ის, რომ სასამართლოს ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტებს სჭირდება შემდგომი განვითარება, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სასამართლომ კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისი დამოუკიდებლობის კარგად რეალიზაცია მოახდინოს სასამართლო სისტემამ. ეს არის სასამართლო სისტემის შიდა ამოცანაც და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. გაცილებით თავისუფალია სასამართლო და ვერავინ მეტყვის, კონკრეტულ ფაქტს. სურათი თვისობრივად შეცვლილია, სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს მ რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარია. ყველაზე ჰუმანურად მოიქცა იგივე მელაშვილთან და ილიჩოვასთან დაკავშირებით, რა ვქნათ ახლა, იმის გამო, რომ პოლიტიკური ინტერესის გამო ნებისმიერი ადამიანი მიიბას ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, სასამართლო პროცესი ასეთი ადამიანის მიმართ არ უნდა წარიმართოს?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner