logo_geo
eng_logo
გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ
- +

3 მარტი. 2021. 17:09

 

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, გერმანიაში სამკურნალოდ ჩეხეთიდან 19 კოვიდინფიცირებული გაემგზავრება, შვეიცარიამ კი 20 პაციენტის მკურნალობის მზადყოფნა გამოთქვა. ჰამაჩეკის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები პოლონეთთანაც მიმდინარეობს.

 

ჩეხეთში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება. 2 მარტს ქვეყანაში ინფიცირების 16 600 შემთხვევა დაფიქსირდა, სტაციონარში 8162 ადამიანი მკურნალობს, 1661 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner