logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

3 მარტი. 2021. 18:20

 

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს რა მონაცემები გვაქვს, 85-მდე საწარმოოს შეეხება საქართველოს მასშტაბით, აქედან 24 რუსთავში მდებარეობს და რუსთაველების ინტერესიც ძალიან მაღალი იყო. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი არც თუ ისე კარგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის აღდგენა, დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„არავის გვაქვს ილუზია, რომ კანონის მიღებით ხვალიდან ყველაფერი გამოსწორდება და ატმოსფერული ჰაერის იდეალურ ხარისხს მივიღებთ. ახლა მთავარი აღსრულებისა და კანონის ეფექტიანი იმლემენტაციის ნაწილი, რაშიც აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

მისივე თქმით, კანონის მთლიანი პაკეტი მის ძალაში ეტაპობრივად შესვლას გულისხმობს. როგორც დეპუტატმა განმარტა, ამ კანონის ბოლომდ მიყვანა რთული იყო, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ის მარტივი არ იქნება.

 

„მათ გარკვეული ფინანსური ვალდებულებების აღება მოუწევთ. ჩვენ ამ თემაზე ბიზნესასოციაციასთან შეხვედრა გვქონდა საკომიტეტო ფორმატში. ჩვენი გუნდი, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ საკითხს აყენებს და არანაირი კომპრომისი არ მიმართულებით არ იქნება. პირველი ვალდებულება ძალაში შედის 2021 წლის 1-ელი ივნისიდან და ძალაში შესვვლა ეტაპობრივად მოხდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი 2 მარტს მიიღო. კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner