logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: ახალი კანონით ჯარიმა იმდენად გაიზარდა, რომ საწარმოებს ურჩევნიათ მტვერდამჭერი ფილტრაციის სისტემა დააყენონ
- +

3 მარტი. 2021. 18:29

 

 

„ახალი კანონით შემოდის თვითმონიტორინგის ცვლილება, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ გვქონდა ერთიანი სურათი მდგომარეობაზე. თვითმონიტორინგის სისტემა არის აპარატი, რომელიც მონტაჟდება საწარმოების მილში და გვაძლევს შეტყობინებას ემისიებთან დაკავშირებით და ჩვენ გვექნება რეალური სურათი“, - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„ჩვენს ქალაქსი გვექნება სრული სურათი, რა მდგომარეობაა და რომელი საწარმოა მეტად დამბინძურებელი, რა რაოდენობით გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომლებიც არის ცამონათვალში. ამ კანონს მოჰყვება კანონქვემდებარე აქტებიც, რომელთა მიღებაზეც სამინისტროსთან ერთად, მათ შორის პარლამენტიც აქტიურად ვიქნებით ჩართული. ეს სურათი მოგვცემს საშუალებას, რომ შემდგომ ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. ერთი მთავარი დეტალი, რაც აქამდე არ იყო კანონში და ვერ აღვასრულებდით, მაგალითად საწარმო რუსთავში, რომელსაც ყველა ვხედავდით აბინძურებდა გარემოს, იყო გამონაბოლქვი, ჯარიმდებოდა, შემდეგ ეს მიდიოდა სასამართლოში ეს პროცესი იყო დაუსრულებელი და რეალურად საწარმო აგრძელებდა მუშაობას. ამ ცვლილებებით სამინისტროს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად საწარმოო შეაჩეროს ისე, რომ სასამართლო მერე გაგრძელდეს და გარემოს დაბინძურება აღვკვეთოთ. ასეთი ეფექტური მექანიზმები დევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯარიმებზე, რომლებიც საკმაოდ გაზრდილია. აქამდე თუ საწარმოს უღირდა ჯარიმის გადახდა და აგრძელებდა თავის საქმიანობას, ახლა ჯარიმა იმდენად დიდია, რომ ურჩევნია მტვერდამჭერი ფილტრაციის სისტემა დააყენოს, გადააწყოს საწარმოო პროცესი ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, რომელიც გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner