logo_geo
eng_logo
სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს
- +

3 მარტი. 2021. 19:01

 

 

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპოლი ავრცელებს.

 

ოპერაციის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკაში ყალბი ვაქცინის დაახლოებით 2 400 დოზა ამოიღეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 3 მილიონი ყალბი პირბადე ამოიღეს.

 

ჩინეთში პოლიციამ ყალბი ვაქცინების გაყიდვის ქსელი გამოავლინა, რის შედეგადაც 80 ეჭვმიტანილი დააკავეს და ყალბი ვაქცინის 3000-ზე მეტი დოზა ამოიღეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შედეგს მივესალმებით, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, როდესაც საქმე ეხება Covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ დანაშაულს“, - განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ სტოკმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner