logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებით კარგ შედეგს მივიღებთ
- +

3 მარტი. 2021. 19:31

 

„ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც შეიმჩნეოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში აპირებენ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად.

 

„ჩვენ საპარლამენტო ფორმატში ვაპირებთ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად. სამოქალაქო აქტიურობა, კანონპროექტის მიღების პერიოდშიც რუსთავშიც მაღალი იყო, თუმცა თანამშრომლობდნენ სამინისტროსთან და ჩართულები იყვნენ რეგულაციების მიღებისა და ფორმირების საკითხში. ამ კანონის მიღებისას ჩვენ ძალიან შევეცადეთ არც ბიზნესისთვის გვევნო და ჩვენი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო. იმ საწარმოებშიც ადამიანები მუშაობენ, 8 ათასამდე რუსთაველი მუშაობს იმ საწარმოებში და თითოეული მათგანი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კანონპროექტი არის კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ითანამშრომლო სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესჯგუფებთან, სამინისტრო, საპარლამენტო ჯგუფების დონეზე აბსოლუტურად შეკრული იყო და მგონია, იმიტომაც მივიღეთ ძალიან კარგი კანონი და დარწმუნებული ვარ, ეფექტური აღსრულებით მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი 2 მარტს მიიღო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner